11:39 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-13 21:29:04, 2743 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
შალვა შავგულიძე საკონსტიტუციო კომისიის დატოვებას არ გამორიცხავს

"თავისუფალი დემოკრატების" წევრის შალვა შავგულიძის განცხადებით, თუ დადგა აუცილებლობა პარტია საკონსტიტუციო კომისიას დატოვებს.

როგორც შავგულიძემ აღნიშნა, კომისიის მუშაობა ემსახურება მხოლოდ მმართველი ძალის კიდევ უფრო მეტ კონცენტრაციას. 

„არ ვიხმარდი სიტყვას გეგმა, მაგრამ თუ დადგა აუცილებლობა და ვფიქრობ, ასეთი პირი უჩანს, ჩვენ დავტოვებთ კომისიას. ვინაიდან ის პოზიციები, რომელსაც მყარად იცავს „ქართული ოცნება“, ემსახურება მხოლოდ მმართველი ძალის კიდევ უფრო მეტ კონცენტრაციას და არა დემოკრატიულ განვითარებას. ეს ეხება საარჩევნო სისტემას, რაც შემოთავაზებულია, ძალიან არასამართლიანია და ძალიან დიდი ბონუსი აქვს მმართველ ძალას. ამ საკითხს ასევე ორგანულად ებრძვის პრეზიდენტის არჩევის წესი“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ. 

ცნობისთვის, „ერთიანმა ნაციონალური მოძრაობამ“ საკონსტიტუციო კომისია დატოვა. რასაც მმართველი გუნდის წევრი მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ " სასაცილოა კომისიის დატოვება, რადგან მან პრაქტიკულად დაასრულა მუშაობა".





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკი დედამიწის დღეს მწვანე ინიციატივებს აჯამებს
NATO-ს ახალი სპეცწარმომადგენელი სომხეთში ვიზიტით იმყოფებოდა, ისაუბრეს პარტნიორობის განვითარებაზე
ალბი კორძაიას პოსტის საფუძველზე შსს-მ გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო
ზუგდიდში ჯიჭონაიების შვიდ სულიან ოჯახს ასახლებენ, ადგილზე ხმაურია - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics