|
2017-04-13 16:22:58, 1875 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: კერძო და საჯარო პარტნიორობის (PPP) შესახებ კანონზე მუშაობა აქტიურ ფაზაშია
პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ფინანსთა სამინისტრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, აქტიურად მუშაობს კერძო და საჯარო პარტნიორობის (PPP) შესახებ კანონზე. მისი თქმით, აღნიშნული მიმართულებით, ასევე, ინტენსიური თანამშრომლობა მიმდინარეობს სავალუტო ფონდის ტექნიკურ მისიასთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, აზიის განვითარების ბანკთან. „ეს არის ახალი შესაძლებლობები კერძო და საჯარო სექტორისთვის ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით. ეს არის შესაძლებლობა უკეთესი სერვისის შეთავაზების კერძო სექტორის ჩართულობით. კანონი ძალიან სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. დოკუმენტი მნიშვნელოვანია, მათ შორის, ენერგეტიკის სფეროს განვითარებისთვის, რადგან გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები აღნიშნული კანონის ქვემდებარე იქნება და შესაბამისად, ამ კანონით დარეგულირდება“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი თქმით, კანონის გარდა, შესაქმნელია რამდენიმე განმახორციელებელი სტრუქტურა, გარდა ამისა, სამინისტროებში, მათ შორის, ფინანსთა სამინისტროში, გასაძლიერებელია ფისკალური რისკების მართვის მიმართულება. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, კანონის პროექტის წარდგენა პარლამენტში მიმდინარე წლის ივნისში, ხოლო სტრუქტურების შექმნა და გაძლიერება 2018 წლის 1 იანვრისთვის იგეგმება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)