12:28 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-13 15:52:40, 1657 ნახვა

საზოგადოება
ქართული ანბანის თემაზე შექმნილი ფოტონამუშევრები „თიბისი გალერეაში“ გამოიფინა

თიბისი გალერეამ გამოფენა „33-ს" უმასპინძლა, სადაც ფოტოგრაფ მარი ნაკანისა და მისი მოსწავლეების მიერ ანბანის თემატიკაზე შექმნილი 33 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.

ფოტოების კონცეფცია და ტექნიკური შესრულება 12-დან 17 წლამდე ასაკის სკოლის მოსწავლეებს ეკუთვნით. პროექტის მიზანი ახალგაზრდებში ქართული დამწერლობისა და ენის პოპულარიზაციაა.

გამოფენა თიბისი ბანკმა პროექტ #წერექართულად ფარგლებში წარმოადგინა. #წერექართულად დედაენის დღესთან დაკავშირებით კიდევ რამდენიმე საინტერესო ინიციატივას უჭერს მხარს.

პროექტის #წერექართულად ფარგლებში თიბის ბანკმა მხარი არაერთ სიახლეს დაუჭირა. მაგალითად, ჩატარდა ახალი ქართული შრიფტების კონკურსი „ქართული ა", გაიმართა ფონტების ინჟინერიის კურსები, გაციფრულდა ლექსიკონები, შეიქმნა მაიკროსოფტის სათარგმნი პლატფორმა. ყველა პროექტი უნიკალურია და თავის მხრივ, მიზნად ისახავს  ქართული ენის პოპულარიზაციას, მის დაცვას ბარბარიზმებისგან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან ადაპტირებას.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics