15:30 - 07 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-13 15:43:01, 798 ნახვა

რეგიონი
აჭარა კატოვიცეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინეს

აჭარის ტურისტული შესაძლებლობების რეკლამირება საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე გრძელდება.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამჟამად, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი კატოვიცეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე "Katowice International Fair - GLOB 2017" წარადგინა.

მათივე ინფორმაციით, აჭარის სტენდთან პოლონელი ვიზიტორები რეგიონის ტურისტული პროდუქტების შესახებ მომზადებულ სარეკლამო-საინფორმაციო მასალებს გაეცნენ და დეტალური ინფორმაცია მიიღეს აჭარაში მოგზაურობის შესაძლებლობების შესახებ.

გამოფენაში დეპარტამენტი სილეზიის სავოევოდოს სპეციალური მოწვევით იმყოფებოდა.

გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის წარმომადგენლები სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვის მიზნით შეხვდნენ პოლონეთის ტურიზმის პალატის თავმჯდომარესა და პალატის სხვა წარმომადგენლებს, რომლებიც სილეზიის სავოევოდოსა და აჭარის რეგიონს შორის  პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებით არიან დაინტერესებულები.

ისინი ასევე შეხვდნენ ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებსაც, რომლებიც საქართველო-პოლონეთის მიმართულებაზე გეგმავენ მუშაობას.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისთვის პოლონეთი აქტიური ტურისტული ბაზარია, სადაც სარეკლამო კამპანები 2013 წლიდან ხორციელდება.

წლის განმავლობაში დეპარტამენტის წარმომადგენლები აჭარას პოლონეთის სამ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე უწევენ პოპულარიზაციას. გასულ წელს, რეგიონს პოლონეთიდან 11 975 ტურისტი სტუმრობდა.

(NS) 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოში ბავშვების საყოველთაო ნათლობა გაიმართა
სამველ კარაპეტიანი: უკან აღარ დავბრუნდები, სომხეთში 10 წელი ვიმუშავებ
ფაშინიანი ხმის მიცემის შემდეგ - მიყვარს საქართველო და მიყვარს ქართველები
ფაშინიანი პუტინის განცხადებაზე: რეფერენდუმი მაშინ ჩატარდება, როდესაც რეფერენდუმის თემა იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics