|
2017-04-13 13:27:06, 1707 ნახვა
საზოგადოება
გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე მთავრობის წევრები მივიდნენ
მარჯანიშვილის თეატრში, სადაც სახალხო არტისტის, გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, მთავრობის წევრები მივიდნენ. როგროც “ექსპრესნიუსის” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მინისტრებს კომენტარი არ გაუკეთებიათ. სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მიხელი ჯანელიძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია, ინფრასტრუქტურის მინისტრი გიორგი ალავიძე, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ბარამიძე. მსახიობს ასევე პატივი მიაგო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ. ცნობისთვის, მარჯანიშვილის თეატრში მსახიობის და სახალხო არტისტის გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. გარდაცვლილის ოჯახს კოლეგები, მეგობრები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები უსამძიმრებენ. გივი ბერიკაშვილს მარჯანიშვილის თეატრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ და 15:00 საათზე, საბურთალოზე, ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ. შეგახსენებთ, მსახიობი გივი ბერიკაშვილი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)