11:37 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-13 13:39:54, 2459 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი გივი ბერიკაშვილზე: ეს ჩვენი ერისთვის დიდი დანაკლისია

მარჯანიშვილის თეატრში,  სადაც სახალხო არტისტის გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, საქართველოს ყოფილი პრემიერ- მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად მივიდა.

ყოფილმა პრემიერმა პანაშვიდზე შესვლამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა.

 „ვფიქრობ, ეს არის ჩვენი ერისთვის ძალიან დიდი დანაკლისი“,-აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვორიკაშვილი მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდს ესრება, თუმცა პრემიერს მედიასთან კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, მარჯანიშვილის თეატრში მსახიობის და სახალხო არტისტის გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. გარდაცვლილის ოჯახს კოლეგები, მეგობრები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები უსამძიმრებენ.

გივი ბერიკაშვილს მარჯანიშვილის თეატრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ და 15:00 საათზე, საბურთალოზე, ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, მსახიობი გივი ბერიკაშვილი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალბი კორძაიას პოსტის საფუძველზე შსს-მ გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო
ზუგდიდში ჯიჭონაიების შვიდ სულიან ოჯახს ასახლებენ, ადგილზე ხმაურია - ვიდეო
„გააცოცხლე“ - თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა
ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“ 20 000 რეისი გააუქმა ავიასაწვავის ფასების ზრდის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics