|
2017-04-13 10:31:06, 1704 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შვედ კოლეგას შეხვდა
„ვიშეგრადის ოთხეულისა" და „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებშისაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შვედ კოლეგასთან მარგო ვოლსტრომთან შეხვედრა გამართა. შეხვედრისას მინისტრებმა მიმოიხილეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მომავალი სამიტი, რომელიც დაგეგმილია 2017 წლის ნოემბერში. მიხეილ ჯანელიძემ კოლეგას გააცნო ქართული მხარის მოლოდინები და პრიორიტეტები სამიტთან დაკავშირებით. ამ მხრივ მინისტრების მხრიდან ხაზი გაესვა ევროკავშირის სივრცეში პირდაპირი ფრენების მაღალ სიხშირეს. მიხეილ ჯანელიძემ კოლეგას გააცნო საქართველოს პრემიერ-მინისტრის 4 პუნქტიანი გეგმა და ასევე მთავრობის პრიორიტეტები, რაც ითვალისწინებს მათ შორის ტურიზმის სფეროს ინფრასტრუქტურის განვითარებას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა ევროკავშირთან მიმართებაში თანამშრომლობის სამომავლო პრიორიტეტებზე, მათ შორის ხაზი გაუსვა ასოცირების შეთანხმების სრულად იმპლემენტაციის მნიშვნელობას. მიხეილ ჯანელიძემ ისაუბრა ევროკავშირთან ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხების შედეგად მიღებულ სარგებელზე , რომლის ამოქმედების შედეგად ევროკავშირი საქართველოს ნომერი პირველი სავაჭრო პარტნიორი გახდა. მინისტრებმა გამოთქვეს მზაობა მომავალშიც ხელი შეუწყონ სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარებას. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველო კოლეგა ოფიციალური ვიზიტით შვედეთში მიიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)