|
2017-04-13 10:05:23, 1972 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობა საქართველოში ინდოეთის საელჩოს გახსნაზე მოლაპარაკებებს მართავს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე ინდოეთში ვიზიტი შეაჯამა და რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, გახარიას თქმით, ვიზიტის ფარგლებში განიხილეს საქართველოში ინდოეთის საელჩოს გახსნის საკითხი, პირდაპირი ფრენებისა და სატრანსპორტო კორიდორის თემა: „მოგეხსენებათ, ეს არის ქვეყანა მილიარდ 250 მილიონი მოსახლეობით, უზარმაზარი ბაზარია. მათი 2016 წლის ეკონომიკის ზრდა გახლავთ 7.5%. ძალიან დინამიურად განვითარებადი ქვეყნაა. იყო რამოდენიმე ძალზე მნიშვნელოვანი თემა. ეს გახლავთ საქართველოში საელჩოს გახსნის თაობაზე.როგორც მოგეხსენებათ, დღეს საქართველოში ინდოეთის საელჩო არ არსებობს. კიდევ ერთი თემა გახლდათ პირდაპირი ფრენების შესახებ და ყველაზე მნიშვნელოვანი მეოთხე თემა ეს გახლავთ სატრანსპორტო კორიდორი. კორიდორის ძირითადი ხაზი მიდის ჩრდილოეთის პორტებზე, სანკტ პეტერბურგის პორტებზე და ბალტიისპირეთის. ჩვენ რუკაზე დავიტანეთ ასევე შავი ზღვის ქართული პორტები და გადავწყვიტეთ, რომ ამ თემაზე უახლოეს პერიოდში ვიზიტი დაიგეგმოს ჩვენი რკინიგზის, რომ ტექნიკურ დონეზე დაიწყონ ამ თემის შესწავლა“,-აღნიშნა გახარიამ. „ ეს ძალიან მნიშვნელოვან დამატებით დინამიკას მოიტანს საქართველოს ეკონომიკაში. ამიტომ, ძალიან სწრაფად გვმართებს ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა“,-განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)