|
2017-04-12 17:16:51, 2501 ნახვა
მსოფლიო
დორტმუნდში მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა - დაკავებულია 1 ადამიანი
გერმანიის პროკურატურამ გუშინ დორტმუნდში მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა და აღნიშნულთან დაკავშირებით 1 პირი დააკავა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, აფეთქების ადგილზე ნაპოვნ 2 წერილს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. საგამოძიებო ორგანოში ისლამისტებთან კავშირზე საუბრობენ. გარდა ამისა, სამართალდამცველების თქმით, გამოძიების ობიექტივში 2 ეჭვმიტანილი მოექცა, რომლებსაც "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირი ჰქონდათ. "ორივე ეჭვმიტანილის ბინები გაჩხრიკა. აქედან ერთ-ერთი უკვე დაკავებულია", - განაცხადა ფედერალური პროკურატურის სპიკერმა ფრაკ კოილერმა. ცნობისთვის, დორტმუნდში საფეხბურთო კლუბ „ბორუსიას“ ავტობუსთან, აფეთქების ადგილზე წერილობითი შეტყობინება აღმოაჩინეს, რომლის ავტორებიც მომხდარზე პასუხისმგებლობას იღებენ. გერმანული გამოცემის Sueddeutsche Zeitung-ის ინფორმაციით, ნაპოვნი წერილი იწყება ფრაზით: " ალაჰის სახელით". შეგახსენებთ, რომ გუშინ დორტმუნდში საფეხბურთო კლუბ „ბორუსიას" ავტობუსის წინ მცირე სიმძლავრის 3 ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია ესპანელი ფეხბურთელი მარკ ბარტრა. გავრცელებული ინფორმაციით სამიზნე სწორედ გუნდი იყო.
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)