|
2017-04-12 16:32:08, 1300 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონის სკოლებს შორის ინტელექტუალური შეჯიბრი გაიმართა
ნაძალადევის რაიონის საჯარო სკოლებს შორის კულტურულ-საგანმანათლებლო შეჯიბრი„წიგნიერი“ გაიმართა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება ინტელექტუალური კლუბის „რა? სად? როდის?“ ორგანიზებითა და ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ჩატარდა. როგორც გასულ წელს, ახლაც შეჯიბრში პირველი ადგილი 32-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოიპოვეს. მათივე ინფორმაციით, გამარჯვებულებს საჩუქრად წიგნის მაღაზიის 150 ლარიანი ვაუჩერები გადაეცათ. ვაუჩერებით დასაჩუქრდნენ ასევე მეორე და მესამე ადგილზე გასული მოსწავლეები. ინტელექტუალურ შეჯიბრში 22 საჯარო სკოლის 132 მოსწავლე მონაწილეობდა. ღონისძიება გურამ თავართქილაძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა. ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით, რაიონის საჯარო სკოლებს შორის შეჯიბრი „წიგნიერი“მეორე წელია ტარდება და მომავალ წელსაც გაიმართება. (NS)
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)