|
2017-04-12 15:50:16, 1731 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ პატარაძე ქვეყნის ინფრასტრუქტურული განვითარების სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას დაესწრო
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ყველაზე მსხვილი კომპონენტის, სივრცითი მოწყობის 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმა წარადგინა. საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მიმართულების - სივრცითი მოწყობის გეგმის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაესწრო. 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმა, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს და მედია საშუალებებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ გააცნო. „აჭარაში იგეგმება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები. პირველ რიგში, აღსანიშნავია ბათუმის შემოვლითი გზა, რომელიც უახლოეს მომავალში, ბოლო, კილომეტრნახევრიანი ხიდის დასრულების შემდეგ გაიხსნება. ამ გზით მგზავრობა ურეკიდან ბათუმამდე ძალიან სწრაფად და კომფორტულად იქნება შესაძლებელი. დაწყებულია ბათუმი სარფის მიმართულებით გზის დაპროექტებაც. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ასევე მაღალმთიანი აჭარის განვითარება," - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. 2017-2020 წლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 2 500-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. დაგეგმილია 1000 კილომეტრი გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია, დამატებით ნახევარ მილიონამდე ადამიანი ისარგებლებს 24-საათიანი წყალმომარაგებით, აშენდება შვიდი ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი რეგიონული ნაგავსაყრელი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 120- ზე მეტ საზოგადოებრივ-კულტურული დანიშნულების ობიექტს. 2 500-მდე პროექტის განხორციელება პირდაპირ შექმნის 40 000 სამუშაო ადგილს. აღნიშნული პროექტები საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მათი ჯამური ღირებულება 9 მილიარდ ლარზე მეტია.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)