17:49 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-08 13:17:18, 349 ნახვა

პოლიტიკა
„თავისუფალი დემოკრატების“ ახალგზარდული ორგანიზაციის წარმომადგენლები პარლამენტთან მინდია ჯანელიძის ბოლოდროინდელ განცხადებებს აპროტესტებენ


თბილისში, პარლამენტის შენობასთან „თავისუფალი დემოკრატების“ ახალგზარდული ორგანიზაცია აქციას „ქოლგით ქვეყანას ვერ დაიცავ“ მართავს.

აქციის მონაწილეები საქართველოსა და საფრანგეთს შორის საჰაერო თავდაცვის შესახებ მემორანდუმთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის ბოლოდროინდელ განცხადებებს აპროტესტებენ.

„მოვუწოდებთ თავდაცვის მინისტრს მინდია ჯანელიძეს, დასრულდეს დოკუმენტის იმპლემენტაციის პროცესი და საქართველოს გადმოეცეს საჰაერო თავდაცვითი იარაღი. ჩვენ დაველოდებით მოვლენების განვითარებას“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ამასთან, მათ აქციაზე ბანერები აქვთ მიტანილი წარწერით: „მთავრობის უმოქმედობით საქართველო დაუცველია“, „ნუ გაუშვებთ ხელიდან ისტორიულ შანსს“, "რითი დავიცვათ ქვეყანა ქოლგით?“

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics