|
2017-04-11 19:08:51, 1634 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია: ავარიული შენობების გამაგრებისთვის წელსაც საკმაოდ მოცულობითი თანხაა გათვალისწინებული
თბილისის მერიის 2016 წლის ანგარიშის წარდგენის დასრულების შემდეგ, თბილისის საკრებულოში სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დავით ნარმანიამ დეპუტატების მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს უპასუხა. ნარმანიამ დედაქალაქის მასშტაბით, ავარიული შენობების რეაბილიტაციასა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვაზე ისაუბრა. მისი თქმით, ავარიული შენობების გამაგრება- გაძლიერების მიზნით, შარშანდელის მსგავსად, წელსაც გათვალისწინებულია საკმაოდ მოცულობითი თანხა. „ბუნებრივია, დედაქალაქის მერიის ბიუჯეტი ქალაქში არსებული ყველა ავარიული კორპუსის გამაგრებას 3 წელიწადში ვერ მოახერხებდა, თუმცა პროცესი მიმდინარეობს და ჩვენ, ამ მიმართულებით, ტემპს არ დავწევთ",- განაცხადა დავით ნარმანიამ. რას შეეხება ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, თბილისის მერის თქმით, დიდი წარმატებით დასრულდა პროექტ „ახალი ტფილისი“-ს პირველი ეტაპი - აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია. „2017 წელს განვახორციელებთ „ახალი ტფილისი“-ს მეორე ეტაპს. პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში, დაგეგმილია ორბელიანის მოედნისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია. გარდა ამისა, გაგრძელდება გუდიაშვილის მოედნისა და მისი მიმდებარე არეალის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოები; დასრულდება ძველ თბილისში არსებული ისტორიული შენობების მიმდინარე სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოები ეკრანზე ნაჩვენებ მისამართებზე; მუზეუმების რეაბილიტაციის პროგრამით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ჯავახიშვილის N 7 -ში მდებარე ილიას მუზეუმს. ისტორიული სადარბაზოების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, 3 სადარბაზოს სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია განხორციელდება",- განაცხადა დავით ნარმანიამ.
(NS)
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)