|
2017-04-11 18:58:00, 1538 ნახვა
საზოგადოება
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომას, საბჭოს წევრებთან ერთად, საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტის მოადგილე ფატიმა სუმარი, მმართველი დირექტორი ჯონათან ბრუქსი, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერი და ათასწლეულის გამოწვევს კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ჯენერ ედელმანი დაესწრნენ. ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ სამეთვალყურეო საბჭოს ათასწლეულის კომპაქტის ფარგლებში მიმდინარე პროექტები და მომავალი ორი წლის სამოქმედო გეგმა გააცნო. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კომპაქტი ითვალისწინებს 2019 წლის ჩათვლით პროექტების განხორციელებას საინჟინრო, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო განათლების ხარისხისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მიზნით, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით. შესაბამისად, თითოეული პროექტი ხელს უწყობს ქვეყანაში უმუშევრობის დაძლევასა და ეკონომიკის გაძლიერებას. აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე, 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტი (გრანტი) 2014 წელს შევიდა ძალაში და მას ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო ახორციელებს.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)