|
2017-04-11 16:44:30, 1651 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია: წელს თბილისში 600-მდე მისამართზე საგზაო სამუშაოები ჩატარდება
„მიმდინარე წელს, დედაქალაქის მასშტაბით, 600-მდე მისამართზე საგზაო სამუშაოები ჩატარდება",- ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, საგზაო სამუშაოების პარალელურად, რამდენიმე ქუჩაზე საკანალიზაციო ქსელი მოეწყობა. როგორც ნარმანიამ აღნიშნა, ზაფხულში კაპიტალურად შეკეთდება პეკინის ქუჩა- შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, დაიგება ასფალტის ახალი საფარი და საგზაო სამუშაოები ჩატარდება ავლაბრის მეტროდან ჯორჯ ბუშის ქუჩამდე, ირბახის, წურწუმიას, ზურაბიშვილის, ფეიქრების, მირიან მეფის, ფარნავაზ მეფის, პეკინის, ქიზიყის, გარეჯის, მონადირის, ამაღლების, ჭიჭინაძისა და ცაიშის ქუჩებზე, ასევე, თელავის ქუჩის ნაწილზე. მისივე განმარტებით, ასევე, კეთილმოეწყობა „ლაგუნა ვერესთან“ მდებარე გზა და გარდაბნის გზატკეცილი, სადაც საგზაო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. დავით ნარმანიას განცხადებით, მნიშვნელოვანია ქუჩების რეაბილიტაცია ხარისხიანად განხორციელდეს, რათა ამ გზებზე გადაადგილება მოსახლეობისთვის კომფორტული და მოსახერხებელი იყოს. შეგახსენებთ, თბილისის მერი საკრებულოში დღეს მეშვიდედ მივიდა. დავით ნარმანია მერად არჩევის შემდეგ ინიციატივით გამოვიდა, რომ თბილისის მერს ბიუჯეტი საკრებულოში ყოველწლიურად პირადად წარედგინა.
(NS)
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)