14:36 - 07 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-11 14:05:34, 922 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ სამი ახალშობილი ტყუპის ოჯახს 3000 ლარი გადასცა

სამი ტყუპი - გაბრიელი, ილია და ლილე სურმანიძეები ქვეყანას 31 მარტს მოევლინნენ. ახალშობილების დედად - ელზა თურმანიძე და ბავშვები თავს კარგად გრძნობენ.

სამი ტყუპი დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, მთავრობის თავმჯდომარის მეუღლემ სოფიო ბაკურიძემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ და მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა სურმანიძემ მოინახულეს.

მთავრობის წევრებმა სურმანიძეების ოჯახს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში 3,000 ლარი გადასცეს. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემა იმ ოჯახებზე, სადაც დაიბადება ტყუპი - ტყუპისცალზე გაიცემა დახმარება 1000 ლარის ოდენობით. სურმანიძეების სამი ტყუპი ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“ დაიბადნენ.

პროგრამის ფარგლებში, თანხა უკვე გაცემულია 16 ოჯახზე, აქედან მხოლოდ ერთი ოჯახია სამი ტყუპით. გასულ წელს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაიცა 75 ოჯახზე, გაცემულმა თანხამ შეადგინა 149,000 ლარი.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფაშინიანი ხმის მიცემის შემდეგ - მიყვარს საქართველო და მიყვარს ქართველები
ფაშინიანი პუტინის განცხადებაზე: რეფერენდუმი მაშინ ჩატარდება, როდესაც რეფერენდუმის თემა იქნება
ანგელა მერკელმა აღიარა, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის წლებში თავდაცვის ხარჯები არასაკმარისი იყო
სომხეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა ხმა მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics