07:38 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-11 13:46:03, 2167 ნახვა

სამართალი
სასამართლომ დედაზე განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახში ძალადობასა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარაში წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი კ.ე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და 111, 151-ე მუხლით დამნაშავედ სცნო.   

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 26 აგვისტოს კ.ე. მივიდა მშობლების საცხოვრებელ სახლში და დედას ტელეფონის აპარატი ესროლა, რომელიც ამ უკანასკნელს სახის არეში მოხვდა და განიცადა ფიზიკური ტკივილი. უწყების ცნობით, კ.ე. დედამისს ასევე სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა, რომელსაც მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.

„სამართალდამცველებმა კ.ე. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 111, 151-ე მუხლით (ოჯახის წევრის მიმართ მუქარა) წარედგინა. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ კ.ე. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 თვით და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics