|
2017-04-11 12:58:29, 1635 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარი კავკასიაში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის დირექტორს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე კავკასიაში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის დირექტორს მერსი ტემბონს შეხვდნენ. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, სოზარ სუბარმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის დირექტორს ის პროექტები გააცნო, რომლებსაც სამინისტრო დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა დაგეგმილი რეფორმის პროექტის შესახებაც ისაუბრა. მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა მინისტრს მათ მიერ ჩატარებული მოწყვლადი ფენების, მათ შორის დევნილების, კვლევის წინასწარი შედეგები წარუდგინეს. (NS)
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)