|
2017-04-11 11:49:06, 2248 ნახვა
მსოფლიო
New York Times-მა, რუსეთის გავლენის გავრცელებაზე მომზადებული სტატიებისთვის, პულიცერის პრემია მიიღო
ამერიკულმა გამოცემამ New York Times-მა მსოფლიოში რუსეთის გავლენის გავრცელებაზე მომზადებული სტატიებისთვის, საერთაშორისო ჟურნალისტიკის ნომინაციაში პულიცერის პრემია მიიღო, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, პუბლიკაციები რუბრიკაში ,,რუსეთის ბნელი ხელოვნება” კრემლის მცდელობების შესახებ უამბობს მკითხველს, რომელსაც ოფიციალური კრემლი საზღვრებს გარეთ გავლენის გასავრცელებლად იყენებს. როგორც გამოცემის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ ჟურნალისტებმა მასალებში ის პრინციპები გამოააშკარავეს, რომლითაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხელმძღვანელობს საგარეო პოლიტიკაში. ამასთან, BBC-ის ცნობით, საუბარია შეკვეთილ მკვლელობებზე, ინტერნეტ-მაქინაციებზე, "ტროლებზე", ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებში შესაძლო ჩარევაზე და ოპონენტების წინააღმდეგ კომპრომატების გამოყენებაზე. ცნობისთვის, პულიცერის პრემია ასევე: Washington Post-ის ჟურნალისტმა, New York Daily News-მაც მიიღეს ჟურნალისტური გამოძიებისთვის. ცნობისთვის, პულიცერის პრემიერ 1917 წლიდან არსებობს და ჟურნალისტიკაში, მუსიკასა და ლიტერატურაში მოღვაწე ადამიანებს გადაეცემა. მიმდინარე წელს პრემია 21 ნომინაციაში გაიცა. 1 200 ჟურნალისტური ნამუშევარი იყო წარდგენილი. პულიცერის პრემია ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა ჟურნალისტიკის სფეროში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)