|
2017-04-11 10:13:21, 1692 ნახვა
საზოგადოება
ბრიტანულმა გამომცემლობამ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო საზღვაო ადმინისტრაციად აღიარა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო გავლეიანმა ბრიტანულმა გამომცემლობა Transport News-მა აღიარა როგორც 2016 წლის „საუკეთესო საზღვაო ადმინისტრაცია აღმოსავლეთ ევროპაში“. ბრიტანული საინფორმაციო პორტალი Transport News წარმოადგენს ერთ ერთ წარმატებულ გამოცემას, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით აშუქებს ტრანსპორტის სფეროში მიმდინარე სიახლეებს და ყოველწლიურად საზღვაო, საჰაერო, სარკინიგზო და სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში აჯილდოვებს, შესაბამისი სექტორის წარმომადგენელებს მათ მიერ მიღწეული წარმატების შესაბამისად. სწორედ აღნიშნულმა გამომცემლობამ მიანიჭა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს 2016 წლის „საუკეთესო საზღვაო ადმინისტრაცია აღმოსავლეთ ევროპაში“ წოდება სააგენტოს მიერ მიღწეული წარმატებების საფუძველზე, კერძოდ:
პორტალის მიერ ყოველთვიური გამოცემა იგზავნება 60.000 მდე მკითხველთან ელექტრონულად და დიდი პოპულარობით სარგებლობს საზღვაო სფეროს წარმომადგენლებში. შესაბამისად ზემოხსენებული ინფორმაცია გაეგზავნა გამომცემლობის ყველა გამომწერს რაც დადებითად აისახება საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის პოპულარიზაციასა და მსოფლიოს მასშტაბით ჩვენი ქვეყნის იმიჯის ამაღლებაზე. (NS)
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)