04:24 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-11 10:34:34, 2409 ნახვა

სამართალი
სუს-ში მუშაობის დაწყების სანაცვლოდ, მოქალაქისთვის თაღლითურად თანხის გამოძალვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე  საქართველოს მოქალაქე მაია ბ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მაია ბ. საქართველოს მოქალაქეს  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობის დაწყებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც 7000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა. ამასთან განუმარტა, რომ სამსახურში მოწყობამდე საჭირო იყო აღნიშნული თანხის ნახევრის - 3500 აშშ დოლარის წინასწარ გადახდა.

"მაია ბ-მ ხსენებულ მოქალაქეს მოტყუებით, თაღლითურად  გამოართვა მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 3500 აშშ დოლარი, რა დროსაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს", - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics