|
2017-04-10 20:39:44, 1941 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: ქვეყნის შიგნით შეიძლება ბევრ რამეზე ვიკამათოთ, მაგრამ სტრატეგიული მიმართულებით გაერთიანებული უნდა ვიყოთ
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილა „კავკასიაში“ სტუმრობისას, ისაუბრა იმ ძირითად მოვლენებზე, რომლებიც საქართველოს სტრატეგიული კურსის ფონზე, დღის წესრიგში დგება. მან ნატო-ს სამიტზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ის საქართველოსთვის არასახარბიელო ვითარებაში ტარდება, ვინაიდან სამიტზე მხოლოდ ნატო-ს წევრი ქვეყნები იქნებიან წარმოდგენილი. მარგველაშვილის თქმით, საქართველომ უნდა მიაღწიოს იმას, რომ სამიტის ფარგლებში ყურადღება დაეთმოს შავი ზღვის უსაფრთხოებისა და საქართველოს თემას: „მნიშვნელოვანია ნატოს სამიტი ჩვენთვის და ჩვენთვის მაინცდამაინც არასახარბიელო ვითარებაში ტარდება, რადგან ჩვენ არ ვართ, ეს არის მინი ფორმით ჩატარებული სამიტი, სადაც მხოლოდ ნატო-ს წევრი ქვეყნები არიან წარმოდგენილი, ეს არის გამოწვევა ჩვენთვის იმ თვალსაზრისით, რომ უნდა მივაღწიოთ ამ სამიტის ფარგლებში იმას, რომ ნატომ ისაუბროს არა მხოლოდ შიდა პრობლემატიკაზე, იმ პროლემატიკაზე, რომელიც მათ ბუნებრივად ეხებათ, ესაა შავი ზღვა და საქართველო. და ამას დაუთმონ ყურადღება. ერთმანეთს რაღაც თემებზე უნდა ვესაუბროთ და დავანებოთ თავი კონსპირაციულ მდგომარეობას და ქვეყნის შიგნით შეიძლება ბევრ რამეზე ვიკამათოთ, მაგრამ სტრატეგიული მიმართულების თვალსაზრისით უნდა ვიყოთ გაერთიანებული,“-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)