|
2017-04-10 20:32:22, 2006 ნახვა
პოლიტიკა
"როცა ვცდილობთ რუსეთთან ურთიერთობა მშვიდ რეჟიმში წავიყვანოთ, გაუგებარია, რომ მისი პოლიტიკა ამ კუთხით ვითარდება"
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საგარეო მიმართულებით, ევროპასთან ინტეგრაციის თვალსაზრისით, ქვეყანამ გარკვეულ წარმატებას მიაღწია. მან, ასევე, რუსეთის პოლიტიკაზე ისაუბრა, რომელსაც ის საქართველოს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკის პარალელურად ახორციელებს. „სტრატეგიაში ვხედავ სწორ მიმართულებას და ჩვენ არ ვაღიზიანებთ რუსეთს და ვცდილობთ, სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკით, მაშინ, როდესაც რუსეთის ფედერაციას აქვს გარკვეული აგრესიული ნაბიჯები თავის სამეზობლოსთან, თავიდან ავირიდოთ ეს ყველაფერი. ამ ფონზე ძალიან მძიმე იყო გუშინდელი რეფერენდუმი. როცა ვცდილობთ მშვიდ რეჟიმში რუსეთთან ურთიერთობა წავიყვანოთ, გაუგებარია, რომ სამწუხაროდ რუსეთის პოლიტიკა ამ მიმართულებით ვითარდება. ევროპის ნაწილში ინტეგრაციის რეჟიმში გადავდივართ. მიღწევები გვაქვს ამ მიმართულებით“,-განაცხადა მარგველაშვილმა „კავკასიის“ ეთერში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)