|
2017-04-10 17:15:32, 1989 ნახვა
ეკონომიკა
საკრედიტო ბიუროების როლი საქართველოს საფინანსო სექტორის განვითარებაში
არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკებმა საკრედიტო ბიუროების საქმიანობა შეისწავლა. ორგანიზაციის ინფორმაციით, კვლევის შედეგად გამოიკვეთა მათი როლი კერძო სექტორის განვითარებაში. საქართველოში სს „კრედიტინფო საქართველო" ერთადერთი საკრედიტო ბიუროა, რომელიც 2005 წელს დაფუძნდა. მონაცემთა ბაზა ამ ეტაპზე 18 მლნ. ჩანაწერზე მეტს მოიცავს. ინფორმაცია საფინანსო სექტორის მონაწილეების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება: კომერციული ბანკები - 13%, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები - 30%, ონლაინ გამსესხებლები - 35% და სხვა - 16%. ონლაინ გამსესხებლების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასეთი მაღალი მაჩვენებელი შეიძლება მეტყველებდეს იმაზე, რომ ისინი შედარებით მცირე რესურსით მოქმედებენ და მოკლევადიან სესხებზე არიან ორიენტირებულები, მაშინ როდესაც კომერციულ ბანკს შეუძლია მომხმარებელი უზრუნველყოს გრძელვადიანი ფინანსური რესურსით. ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და ონლაინ გამსესხებლებს მიმართავენ ის ფიზიკური პირები და ბიზნეს სუბიექტები, რომლებსაც შემოსავლის სტრუქტურა არ აძლევთ საშუალებას მიმართონ კომერციულ ბანკებს. ბოლო პერიოდში დაიწყო „კრედიტინფო საქართველოს" და სადისტრიბუციო კომპანიების ურთიერთთანამშრომლობა. სადისტრიბუციო კომპანიებს ვადაგადაცილებული ვალდებულებების შესახებ ინფორმაციაზე ექნებათ წვდომა და შეეძლებათ დავალიანების მქონე ბიზნეს სუბიექტების შესახებ ინფორმაცია თავად განათავსონ საერთო ბაზაში. სასურველია, მომავალში სადისტრიბუციო კომპანიების მაგალითი სხვა იურიდიულმა პირებმაც გაიზიარონ, რომლებსაც პარტნიორი ორგანიზაციების შესახებ გარკვეული ტიპის ინფორმაციის ფლობა სჭირდებათ. შედეგად, თავიდან აიცილებენ თაღლითურ ქცევას. ასევე ე.წ. ნეგატიურ მონაცემთა ბაზასთან ერთად სავსებით შესაძლებელია შეიქმნას იმ ტიპის მონაცემთა ბაზა, სადაც კეთილსინდისიერ გადამხდელ ბიზნეს სუბიექტებს მიენიჭებათ დადებითი რეიტინგი და გაუადვილდებათ დაბალპროცენტიანი სასესხო პროდუქტებით სარგებლობა. შესაძლებელია, განთავსდეს ჩანაწერი, როგორც იურიდიული პირების, ისე ფიზიკური პირების შემოსავლების შესახებ. ეს დაეხმარება არა მხოლოდ საფინანსო სექტორს, არამედ მსესხებლებსაც გამარტივებული პროცედურით აიღონ სესხი. სასურველია, კერძო მევახშეებიც იყვნენ ჩართულები და პერიოდულად აახლებდნენ ინფორმაციას კრედიტინფოს მონაცემთა ბაზაში. მნიშვნელოვანია, მონაცემთა ბაზას მიებას სოციალურად დაუცველ პირთა მონაცემებიც. ეს დაგვეხმარება თავიდან ავიცილოთ წარსული გამოცდილება, როდესაც გარკვეული ტიპის სესხები გაიცემოდა სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე. კვლევის შედეგად გამოიკვეთა საკრედიტო ბიუროების, საქართველოს შემთხვევაში სააქციო საზოგადოება „კრედიტინფოს" როლი საფინანსო სექტორის განვითარების პროცესში ფინანსური სისტემის სტაბილურობა გამჭვირვალე საკრედიტო რისკი შემცირებული საპროცენტო განაკვეთები ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა ჭარბვალიანობის დონის და თაღლითური ქცევის ზედამხედველობა ქვეყნის საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება ამ ტაპზე საქართველოში საკრედიტო ბიუროების საქმიანობას მონიტორინგს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი უწევს. რაც გულისხმობს, რომ ფიზიკური და იურიდიული პირების შესახებ არსებული ინფორმაცია დაცულია არასანქცირებული წვდომისაგან. თუმცა მომავალში, საკრედიტო ბიუროების მნიშვნელობის ზრდასთან ერთად შესაძლოა დღის წესრიგში რეგულირების საკითხიც დადგეს. სასურველია საკრედიტო ჩანაწერების შესახებ ინფორმაციის უფრო სწრაფი განახლება (ამ ეტაპზე ის 15 დღეა) საზოგადოება და ბანკების ინფორმაციით, მისასალმებელია საკრედიტო ბიუროს თანამშრომლობა იურიდიულ პირებთან. მათი მხრიდან საკრედიტო ბიუროების ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა თავიდან აგვარიდებს თაღლითური ქცევისგან გამოწვეულ პრობლემებს და ხელს შეუწყობს სტაბილურობას.
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
მოსაყდრე შიო, მიტროპოლიტი იობი, მიტროპოლიტი გრიგოლი - ცნობილია საპატრიარქო კანდიდატები
ქართულმა ოცნებამ საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)