|
2017-04-10 17:08:25, 1666 ნახვა
საზოგადოება
ლევან იზორიამ არასამთავრობო სექტორთან დისკუსია გამართა
ნატოს კვირეულის ფარგლებში, დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სამოქალაქო საზოგადოების, ექსპერტების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დისკუსია გამართა. შეხვედრა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) გაიმართა. შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა ყურადღება თავდაცვის სტრატეგიული მიმართულებების ოთხ ძირითად პუნქტზე გაამახვილა. ლევან იზორიამ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და მდგრადობის უზრუნველყოფაზე, როგორც ნატოს წევრ, ასევე პარტნიოტრ ქვეყნებში, სამართლიან დაფინანსებაზე, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებასა და საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობაზე გაამახვილა. შეხვედრაზე საუბარი ასევე, ნატოს საწვრთნელი ცენტრის საქართველოში აშენებას, ანტი-საჰაერო და ანტი-სატანკო სისტემების შეძენას და თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს შეეხო. დისკუსიის დასასრულს შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. შეხვედრის მიზანი თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირება, მიმდინარე ტრანსფორმაციის ანალიზი და ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება იყო. ნატოს დღეები საქართველოში 2-დან 11 აპრილამდე წელს მეათედ იმართება. ნატოს დღეების ფარგლებში სხვადასხვა საჯარო შეხვედრა, ასევე შემეცნებითი და სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობს.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)