09:57 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-10 16:16:20, 1520 ნახვა

საზოგადოება
მარნეულში 28 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა

მარნეულში, ახალაშენებულ კორპუსში საცხოვრებელი ფართის მფლობელი კიდევ 28 დევნილი ოჯახი გახდა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით,  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა დევნილ ოჯახებს ბინების გასაღებები გადასცა და ახალმოსახლეობა მიულოცა.

მათივე ცნობით, მენაშენეების პროექტის ფარგლებში,  სამინისტრომ  მარნეულში,  რუსთაველის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსში 57 ბინა შეისყიდა.

კორპუსის სამშენებლო სამუშაოები კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ, შპს „ნოვომ“ განახორციელა.

 პირველ ეტაპზე დევნილ ოჯახებს  29  ბინა გადაეცათ.  დღეს კი ბინის გასაღებები კიდევ  28 დევნილმა ოჯახმა მიიღო.  28 ბინიდან  5-ერთოთახიანია,  12-ოროთახიანი და 11-სამოთახიანი.

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი იმ დევნილ ოჯახებსაც ესტუმრა, რომლებიც სამინისტროს მიერ გადაცემულ ბინებში უკვე გადავიდნენ და მათ საცხოვრებელ პირობებს პირადად გაეცნო.    

(NS)

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics