|
2017-04-10 14:42:27, 1707 ნახვა
პოლიტიკა
ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ორდღიანი ფორუმი გაიხსნა
სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმმა მუშაობა დაიწყო. ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ და სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე ტაკან ილდემიმ გახსნეს. 2017 წლის ნატოს დღეები სწორედ ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ორდღიანი ფორუმით დასრულდება. ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი სახალხო დიპლომატიასა და კომუნიკაციებზე მსჯელობის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს. ფორუმში მონაწილეობენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, სახალხო დიპლომატიასა და კომუნიკაციების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო სტრუქტურებისა და ნატოს შტაბ-ბინის წარმომადგენლები და მოწვეული ექსპერტები. კონფერენციაზე განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორებიცაა: საერთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები, გააქტიურებული ჰიბრიდული ომის პირობებში სახალხო დიპლომატიისა და სტრატეგიული კომუნიკაციის როლი, რეგიონში პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდები და გამოწვევები, ტრადიციული და სოციალური მედიის მნიშვნელობა თანამედროვე სახალხო დიპლომატიაში. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, ნატო-ს სახალხო დიპლომატიის ფორუმი უკვე მეორედ ტარდება საქართველოში და ეს თავისთავად მეტყველებს ჩვენი ურთიერთობების ინტენსივობაზე და თვისობრივად გაუმჯობესებულ, გაძლიერებულ თანამშრომლობაზე. ესაა ფორმატი, სადაც ვისაუბრებთ როგორც სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობაზე, ასევე ჰიბრიდული ომის პირობებზე, ჩვენს მიერ გაკეთებულ საპასუხო მოქმედებებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია“,-განუცხადა ჟურნალისტებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ. ფორუმი 11 აპრილს დაიხურება. ნატოს დღეები საქართველოში წელს მეათედ სსიპ "ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" ორგანიზებით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან კოორდინაციით, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)