|
2017-04-10 12:06:33, 2461 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის კონგრესი საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას აქვეყნებს
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში წარდგენილ ნატო-სა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მხარდამჭერ რეზოლუციაში საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, 6 აპრილს აშშ-ის კონგრესმენებმა სტივ კოენმა (დემოკრატი) და ჯონ შიმკუსმა (რესპუბლიკელი) წარმომადგენელთა პალატაში ნატო-სა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მხარდამჭერი ორპარტიული რეზოლუცია წარადგინეს. აღნიშნული რეზოლუცია აღიარებს, ნატო-ს როლს, როგორც აშშ-სა და ევროპას შორის უსაფრთხოების კუთხით ყველაზე მნიშვნელოვან და კრიტიკულ დამაკავშირებელ რგოლს. ამასთანავე, რეზოლუცია კიდევ ერთხელ აღიარებს აშშ-ის სრულ მხარდაჭერას ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დემოკრატიული განვითარების მიმართ. ის მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის დემოკრატიულ მისწრაფებებს. რეზოლუციაში ასევე ხაზგასმულია რუსეთის აგრესიული ქმედებები ნატო-ს წევრი და მისი პარტნიორი ქვეყნების მიმართ, მათ შორის აღნიშნულია რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციაც. ამასთანავე, ტექსტში აღნიშნულია, რომ აუცილებელია, აშშ-მ გაზარდოს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მიმართ მხარდაჭერა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და თავდაცვის სფეროებში. აღსანიშნავია, რომ ორპარტიული რეზოლუცია მოუწოდებს ნატო-ს შეინარჩუნოს „ღია კარის" პოლიტიკა იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც აკმაყოფილებენ წევრობისთვის აუცილებელ ყველა მოთხოვნას. რეზოლუციაში ხაზგასმულია ასევე ნატო-ს მიერ პარტნიორი ქვეყნებისთვის გაზრდილი მხარდაჭერის, მათ შორის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელობა. გარდა ამისა, რეზოლუციაში ასახულია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპაში ნატო-ს პარტნიორი ქვეყნების განსაკუთრებული წვლილი გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, მათ შორის ავღანეთსა და ერაყში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)