|
2017-04-10 10:41:21, 1434 ნახვა
საზოგადოება
დიმიტრი ქუმსიშვილი „ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის საქმიანობას გაეცნო
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი „ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის მუშაობას გაეცნო, რომელიც საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში, საქართველო-რუსეთის საზღვარზე მდებარეობს და რუსეთთან ერთადერთი საავტომობილო მიმოსვლის საბაჟო გამშვები პუნქტია. პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მიიღო დეტალური ინფორმაცია თუ რა საშუალებები არსებობს ყაზბეგში საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადაადგილებული საქონლის ეფექტურად გამოვლენისა და ქვეყანაში უსაფრთხო პროდუქციის იმპორტისა და ქვეყნის ტერიტორიის მცენარეთა მავნე ორგანიზმების შემოჭრისაგან დაცვის მიზნით. აღინიშნა, რომ ყაზბეგის საბაჟო-გამშვები პუნქტი უზრუნველყოფილია კინოლოგიური მომსახურებით, აღჭურვილია მაღალი დონის სტანდარტების სპეციალური ტექნიკური და ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლისთვის აუცილებელი საშუალებებით. გარდა ამისა, ყაზბეგში ფუნქციონირებს რადიაციის დეტექტორები და პეიჯერები, ნარკოდეტექტორი და მეტალოდეტექტორი, სიმკვრივის საზომი და სხვ. პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დაათვალიერა „ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის ინფრასტრუქტურა. მათ შორის, გაეცნო როგორც სატვირთო ავტომანქანების რენტგენო სკანერის, ასევე ბარგის, ხელბარგისა და სხეულის სკანერების მუშაობას. ყოველწლიურად ყაზბეგის საბაჟო-გამშვები პუნქტიდან იზრდება როგორც მგზავრთა რაოდენობა, ისე ტვირთბრუნვა. 2016 წელს ყაზბეგში 2,6 მლნ-ზე მეტი საზღვრის კვეთა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 6 პროცენტით მეტია. პირველ ვიცე-პრემიერს თან ახლდნენ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ვლადიმერ ხუნდაძე.
(NS)
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)