|
2017-04-08 10:37:28, 882 ნახვა
სამხედრო
სპეციალური ოპერაციების ძალებში ორი ასეულის გადამზადება დასრულდა
საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სპეცდანიშნულებისა და რეინჯერთა ბატალიონების ასეულებმა ერთთვიანი გადამზადება დაასრულეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველ სამხედროებს სწავლება ევროპაში აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებმა ჩაუტარეს. სწავლების გამოშვების ცერემონიალი დღეს, სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი და სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, პოლკოვნიკი დიმიტრი კიკნაძე დაესწრნენ. სიტყვით მიმართვისას თავდაცვის მინისტრმა ქართველ სამხედროებს სწავლების წარმატებით დასრულება მიულოცა და გაწეული სამსახურისთვის ამერიკელ ინსტრუქტორებს მადლობა გადაუხადა. ლევან იზორიამ აშშ-ის საქართველოსადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღნიშნა და განაცხადა, რომ მსგავსი წვრთნები სტრატეგიულ პარტნიორთან საუკეთესო დაახლოების საშუალებაა. აშშ-ის ელჩმა იან კელიმ ქართველ და ამერიკელ ხალხებს შორის მეგობრობას ხაზი გაუსვა და ქართველების ტრადიციები და სტუმართმოყვარეობა აღნიშნა. მისი თქმით, მსგავსი წვრთნები მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებასა და გამყარებასაც ემსახურება. ღონისძიების ფარგლებში, კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. სწავლებაში მონაწილე სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა კი, ამერიკელ ინსტრუქტორებს სასაჩუქრე დაფები და ქართული ტრადიციული ნივთები გადასცეს. სპეციალური ოპერაციების ძალების სპეცდანიშნულებისა და რეინჯერთა ბატალიონების ასეულებმა ერთი თვის განმავლობაში დღისა და ღამის პირობებში გადამზადება საცეცხლე, საინჟინრო და ტაქტიკურ მომზადებაში გაიარეს. ქართველ სამხედროებს ბრძოლა იმიტირებულ დასახლებულ პუნქტშიც მოუწიათ. სწავლება მიზნად საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მუდმივ მზადყოფნას და თანამედროვე სპეცდანიშნულების საბრძოლო გამოცდილების გაზიარებას ისახავს.
(NS)
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
ტრამპმა კაპიტოლიუმის შენობაში შტურმის შედეგად დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გაცემის შესაძლებლობა წამოჭრა
ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ავტოინდუსტრიები ელექტრომობილების წარმოშობის წესების შემსუბუქებას ითხოვენ ახალი ტარიფების რისკის გამო
სოფელ დიდგორთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)