06:05 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-08 10:34:43, 1999 ნახვა

სამართალი
გიორგი მღებრიშვილი იორდანიის ჟანდარმერიის გენერალურ დირექტორს შეხვდა

შს მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჟანდარმერიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს, გენერალ მაიორ ჰუსეინ ალ ჰავათმეს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტსა და იორდანიის შსს-ს ჟანდარმერიის დეპარტამენტს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როგორც აღინიშნა, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ამ ეტაპზე რეფორმირების პროცესი მიმდინარეობს და ამ მხრივ, მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნის შესაბამისი უწყებების წარმატებული გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება.

გიორგი მღებრიშვილის თქმით, საქართველოს შს სამინისტრო გეგმავს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი გახდეს ევროპისა და ხმელთაშუაზღვის ჟანდარმერიებისა და გასამხედროებული პოლიციის სტატუსის მქონე ძალების გაერთიანების (FIEP) წევრი და ამ მიზნის მისაღწევად, ძალისხმევას არ იშურებს, რათა არსებული სისტემა საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდეს.

მიმდინარე წელს FIEP-ის პრეზიდენტი ქვეყანა იორდანიაა. 23-26 მაისს პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ევროპისა და ხმელთაშუაზღვის ჟანდარმერიებისა და გასამხედროებული პოლიციის სტატუსის მქონე ძალების გაერთიანების კომისიის შეხვედრა გაიმართება, სადაც საქართველოს შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საქმიანობისა და ფუნქციების პრეზენტაცია მოხდება. ლისაბონის შეხვედრაზე მას, სავარაუდოდ, დამკვირვებლის სტატუსი მიენიჭება, რის შემდეგაც, დაახლოებით, 1 წლის ვადაში, ორგანიზაციის წესდების შესაბამისად, საქართველოს შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი შეძლებს, გახდეს FIEP-ის სრულუფლებიანი წევრი.

უახლოეს მომავალში შს სამინისტრო პარლამენტში წარადგენს „სპორტულ შეჯიბრებებზე, კულტურულ და სხვა სახის მასობრივ ღონისძიებებზე დაცულობის, უსაფრთხოებისა და მომსახურების შესახებ“ კანონპროექტს, რომელიც დასავლური სტანდარტების დანერგვასა და უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

შეხვედრაზე მხარეები საქართველოს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტსა და იორდანიის შსს-ს ჟანდარმერიის დეპარტამენტს, ასევე, FIEP-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics