|
2017-04-07 18:13:42, 1700 ნახვა
საზოგადოება
ინგა გრიგოლიას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივიან
ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობამ“ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ტელეკომპანია „პირველის” გადაცემა „რეაქციის“ წამყვანის, ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ, განცხადებით მიმართა. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ განცხადება დასაშვებად ცნო. როგორც ქარტიის განცხადებაშია აღნიშნული, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის მეშვიდე პრინციპი, რომლის თანახმადაც, ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით. „სადავო გადაცემა ეთერში 3 აპრილს გავიდა და ტრანსგენდერი ადამიანებს მიეძღვნა. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ გადაცემა იყო დისკრიმინაციული, ვინაიდან წამყვნმა ვერ უზრუნველყო პროცესების მართვა. „არ იქნა შესაბამისი ზომები მიღებული სიძულვილი ენის, დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით“. შესაბამისად, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის მეშვიდე პრინციპი, რომლის თანახმადაც, ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“,- ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ქარტიის ცნობით, საქმეს ღია სხდომაზე განიხილება.
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
ბრიანსკში საცხოვრებელ შენობებზე დრონის შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)