|
2017-04-07 13:20:32, 1787 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი: პრეზიდენტის გამოსვლაში ანექსიის პრობლემა ადეკვატური სიმწვავით არ დაისვა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ სალომე სამადაშვილის განცხადებით, პრეზიდენტს თავის გამოსვლაში მწვავედ არ უსაუბრია რუსეთის მხრიდან განხორციელებულ ანექსიაზე და მისი ტონი ამ მხრივ რბილი იყო. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ამ თვალსაზრისით პრეზიდენტის გამოსვლა რბილი იყო. "პრეზიდენტის მოწოდება, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატობისთვის უნდა მოემზადოს, სწორი იყო, მაგრამ ამას სტრატეგია და მკაფიოდ გაწერილი სამოქმედო გეგმა ჭირდება, რაც მთავრობას არ გააცნია. პრეზიდენტის გამოსვლაში ადეკვატური სიმწვავით არ დაისვა ანექსიის პრობლემა, რომელიც აშკარად ხორციელდება. ამ მხრივ მისი ტონი უფრო მწვავე უნდა ყოფილიყო და გაეკრიტიკებინა მთავრობის არსებული პოლიტიკა. ამ თვალსაზრისით პრეზიდენტის გამოსვლა ჩემთვის რბილი იყო“,-განაცხადა სამადაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს საგაზაფხულო პლენარულ სესიაზე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყოველწლიური მოხსენებით უკვე წარსდგა. ამჟამად პარლამენტში 2 საათიანი შესვენებაა გამოცხადებული, რის შემდეგადაც დებატების პროცესი დაიწყება, რომელშიც დეპუტატები და მთავრობის წევრები მიირებენ მონაწილეობას. პრეზიდენტის მოხსენებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცი-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია, ლტოლვილტა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ესწრებიან.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)