23:51 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-07 09:16:17, 2201 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტი დღეს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას მოისმენს

პარლამენტი დღეს საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიურ მოხსენებას მოისმენს.

როგორც ცნობილია პრეზიდენტის მოხსენებას პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე  წევრი  და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.

პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, პარლამენტში დებატები გაიმართება.

პარლამენტის წევრებისთვის, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, ასეთი ორია, გათვალისწინებულია 5-5 წუთი, უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ არსებული ფრაქციებისთვის გათვალისწინებულია 15-15 წუთი, უმცირესობაში შემავალი ფრაქციებისთვის, ისევე როგორც უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებისთვის, გათვალისწინებულია 10-10 წუთი. ამის შემდეგ, უმცირესობას და უმრავლესობას დაეთმობა ცალ-ცალკე 45-45 წუთი, ხოლო ვიცესპიკერებს 10-10 წუთი. პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლისთვის გათვალისწინებულია15 წუთი.

პარლამენტის პლენარული სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics