06:07 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-06 12:02:35, 2405 ნახვა

სამართალი
გურამ რჩეულიშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა

„ცენტრ პოინტის“ საქმეზე, ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდზე ბრალდებული გურამ რჩეულიშვილი 30 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა, - აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. 

პროკურატურა რჩეულიშვილის გატავისუფლების სანაცვლოდ დღევანდელ სასამართლო პროცესზე 50 000-ლარიან გირაოს ითხოვდა. 

ამასთან, რჩეულიშვილის ადვოკატი გირაოს თანხის 10 000-ლარამდე შემცირებას ითხოვდა. 

გარდა ამისა, პროკურორები გირაოსთან ერთად ბრალდებულისთვის საქართველოს პასპორტის ჩამორთმევასაც ითხოვდნენ, ვინაიდან, როგორც ბრალდების მხარემ განაცხადა, ბრალდებულის მიმალვის საფრთხე კვლავ არსებობს.

აღნიშნული შუალმდგომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, გურამ რჩეულიშვილს საქართველოს პასპორტი და პირადობის მოწმობა ჩამოერთვა.

გურამ რჩეულიშვილს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების 9-თვიანი ვადა 12 აპრილს ეწურებოდა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამავე საქმეზე ბრალდებულ მაია რჩეულიშვილს აღკვეთის ღონისძიება გაუუქმდა.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, შპს „ცენტრ პოინტ აჭარა“- ს ბათუმში სამი ობიექტის მშენებლობა უნდა განეხორციელებინა, კერძოდ კი, საცხოვრებელი სახლები უნდა აშენებულიყო პუშკინისა და ბაგრატიონის ქუჩებზე, ხოლო რუსთაველის ქუჩაზე საცხოვრებელი კომპლექსი „თეთრი მაგნოლია“. 

საგამოძიებო უწყების ცნობით, შპს „ცენტრ პოინტ აჭარამ“ არ უზრუნველყო ობიექტების მშენებლობა პუშკინის და ბაგრატიონის ქუჩაზე, არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები საცხოვრებელი კომპლექსის „თეთრი მაგნოლიის“ მენაშენეების მიმართ, რის გამოც მოქალაქეებმა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი განიცადეს. 

შეგახსენებთ, რომ გურამ რჩეულიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო, რაც სხვისი ქონების გაფლანგვას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11-წლამდე ვადით ითვალისწინებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics