|
2017-04-06 10:03:05, 1890 ნახვა
პოლიტიკა
საქართველო ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს
საქართველოს ხელისუფლება ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს. ამის შესახებ მთავრობის სხომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. კვირიკაშვილის განმარტებით, ეკონომიკის სამინისტროს დელეგაცია ნიუ-დელიში მიემგზავრება და კვლევის შედეგების გათვალისწინებით მოხდება თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება. "ჩვენ გვაქვს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ჩვენს სამეზობლოსთან, თურქეთთან, ევროკავშირთან და ცოტა ხანში მოვაწერთ ხელს, სავარაუდოდ, ჩინეთთან და ჰონკონგთან. გვინდა, დავიწყოთ კვლევა ინდოეთის მიმართულებით. ამისთვის ნიუ-დელიში მიემგზავრება ეკონომიკის სამინისტროს დელეგაცია გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით. რამდენიმე თვეში გვექნება კვლევა, რომლის შედეგების გათვალისწინებითაც მოხდება თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება. საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ ამ მიმართულებით გახდეს რეგიონული ჰაბი",- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)