|
2017-04-06 09:44:32, 2016 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: საქართველო ევროპული წესრიგის ნაწილი ხდება
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის, სტრატეგიული და ოპერატიული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების ფაქტს გამოეხმაურა. პრემიერის შეფასებით, ამ ნაბიჯით ევროპა საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორად აღიარებს. "ეს არის უმნიშვნელოვანესი შეთანხმება, რომლითაც საქართველო ხდება ევროპული წესრიგის ნაწილი. ამ შეთანხმების თანახმად, გვექნება ონლაინ რეჟიმში თანამშრომლობა ევროპის პოლიციურ სტრუქტურებთან და ეს ითვალისწინებს გაცილებით მეტ ოპერატიულ შეხებას, როგორც ევროპულთან, ასევე ევროკავშირის წევრი სახლემწიფოების ანალოგიუტ სტრუქტურებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ვიზალიბერალიზაციის ფონზე. ვულიოცავ საქართველოს მის გაფმორმებას, რადგან ამით ევროპა აღიარებს საქართველოს, როგორც მის მნიშვნელოვან პარტნიორს",- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)