06:08 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-05 14:57:07, 1927 ნახვა

სამართალი
სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ზ.გ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლით დამნაშავედ სცნო.

"სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 15 დეკემბერს, დაახლოებით 08:30 საათზე, ქ. თბილისში, ზ.გ.-მ თავის ყოფილ მეუღლეს მისსავე საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც თავის არეში მინის ჭიქის ჩარტყმით მიაყენა დაზიანება. ზ.გ.-ს ქმედებით დაზარალებულმა ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა.

სამართალდამცველებმა ზ.გ. 2016 წლის 21 დეკემბერს თბილისში დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 126¹-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განხორციელებული ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) წარედგინა.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 20 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ზ.გ. სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება) ჩადენილი დანაშაულისთვის გაასამართლა და დაუნიშნა სასჯელი - ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ზ.გ. დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში და  სასჯელის სახედ და ზომად 7 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. აღნიშნულმა სასჯელმა შთანთქა ბათუმის საქალაქო სასამართლოს დანიშნული სასჯელი და  ზ.გ.-ს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 თვის ვადით", - ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics