07:22 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-05 10:31:21, 1496 ნახვა

საზოგადოება
შოთა რეხვიაშვილი გამოფენის გახსნის ღონისძიებას დაესწრო

დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიის რეგიონში იოჰანეს ფან დერ კლაუ თავშესაფრის მაძიებელთა, ჰუმანიტარული სტატუსისა და ლტოლვილთა ნამუშევრების  გამოფენის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში  გამართულ გამოფენაში ლტოლვილთა ინტეგრაციის  ცენტრის   „ღია სახლის“  11-მა ბენეფიციარმა, ერაყიდან და უკრაინიდან, 100-მდე   ნამუშევარი - ნახატები, ფოტოები, აქსესუარები, დეკორატიული ნივთები და თოჯინები წარმოადგინეს.

მათივე ინფორმაციით, „ღია სახლი“  საქართველოს გაეროს ასოციაციისა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის თანამშრომლობით შეიქმნა.

ცენტრი თავშესაფრის მაძიებლების, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისა და ლტოლვილების უფლებების დაცვას უზრუნველყოფს და ხელს უწყობს ინტეგრაციის პროცესს.

(NS) 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics