15:31 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-06 18:22:22, 2292 ნახვა

ეკონომიკა
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ელექტრონული აუქციონების გამოცხადებას იწყებს

დღეს, 6 აპრილს, 17:00 საათიდან „ბათუმის ბულვარის" ადმინისტრაცია, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, სხვადასხვასახის სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად ელექტრონული აუქციონების გამოცხადებას იწყებს.

აუქციონში მონაწილეობის მსურველმა იურიდიულმა თუ ფიზიკურმა პირებმა, რეგისტრაცია ელექტრონული აუქციონისოფიციალურ ვებ-გვერდზე www.eauction.ge -ზე უნდა გაიარონ.

აუქციონში გამარჯვებულ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებს, საშუალება მიეცემათ საკურორტო სეზონთან დაკავშირებითზღვისპირა ბულვარში სამეწარმეო საქმიანობა განახორციელონ. ელექტრონული აუქციონები სხვადასხვა კატეგორიებზეგამოცხადდება, რომლებიც შემდგომში ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე განთავსდება, კერძოდ:

✔ბატი-ბუტის აპარატი (ელექტრო)
✔სუვენირების დახლი 
 ✔გასართობი აპარატი 
 ✔გასართობი ატრაქციონები
✔სასეირნო ველოსიპედი (რიგშა)
✔სანაყინე ჯიხურები
✔ელექტრო მობილი
✔ჩამოსასხმელი ლუდის კუთხე
✔სანაყინე კუთხე
✔საბავშო გასართობი კუთხე
✔ყავის კუთხე
✔ექსტრემალური პარკი
✔ბამბის ნაყინი
✔ტირი
✔ფოტოჯიხური
✔სათვალის დახლი
✔სასწორი
✔სამასაჟო კუთხე პლაჟზე
✔საინფორმაციო დახლი
✔ბურახის კასრი
✔ბატუტი (რკინის კონსტრუქციის)
✔ბატუტი (გასაბერი)
✔ლიტერატურული კუთხე
✔სეგვეი, გიროსკუტერი და სასეორნო გორგოლაჭები
✔ჩოგბურთის ან ბილიარდის მაგიდა
✔საპლაჟო ინფრასტრუქტურა 
✔კვების ობიექტი 
✔სკუტერები და წყლის გასართობი საშუალებების ბაზირება
✔ქართული პროდუქციის კუთხე
✔სასეირნო საბავშვო მანქანები
✔3-5-7-9დ აპარატები
✔ფრეშისა და ნატურალური უალკოჰოლო სასმელების კუთხე
✔ყვავილების სტენდი
✔საპირფარეშო

ბულვარის ადმინისტრაცია, ასევე მზად არის განიხილოს ყველა საინტერესო ახალი შემოთავაზება თუ პროექტი, რომელიცადმინისტრაციაში იქნება წარმოდგენილი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მოგვმართეთ, ბულვარის ადმინისტრაციას შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, კ.გამსახურდიას ქ. №2. ან დაგვიკავშირდით ტელ: (0422) 27-88-08;

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კირილი იმედოვნებს, რომ საქართველოს მომავალი პატრიარქი უკრაინაზე პოზიციას არ შეიცვლის
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics