|
2017-04-03 21:50:32, 1919 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ქუთაისი ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული, ლოგისტიკური სატრანსპორტი ცენტრი ხდება
ქუთაისი ხდება ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული, ლოგისტიკური სატრანსპორტი ცენტრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისის აეროპორტში, ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე განაცხადა. პრემიერის განცხადებით, ყველა სამგზავრო მატარებელი, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ან პირიქით გაივლის, გაჩერდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ჭიშკრის წინ. "ქუთაისის აეროპორტი ამ სადგურთან ერთად გახდება ის უმნიშვნელოვანესი ცენტრი, სადაც ყველა ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც მოინდომებს, რომ ხელმისაწვდომ ფასებში, დღეს უკვე უვიზოდ, იმოგზაუროს ევროპაში, ისინი ისარგებელებენ თანამედროვე კომფორტაბელური მატარებლებით”, - განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, ამ პროექტის შედეგად, საქართველოს ყველა წერტილი დაუკავშირდება ქუთაისს სულ ორიოდე საათის მგზავრობის მანძილით. ”დღეს ჩვენ ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, ეს არის რკინიგზის და აეროპორტის ერთობლივი ფუნქციონირების პროექტი, რომელიც დღეიდან სულ რამოდენიმე თვეში ამოქმედდება. ქუთაისი ხდება ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული, ლოგისტიკური სატრანსპორტი ცენტრი. ამ პროექტის შედეგად, საქართველოს ყველა წერტილი დაუკავშირდება ქუთაისს სულ ორიოდე საათის მგზავრობის მანძილით”, - დასძინა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)