|
2017-04-03 19:25:26, 1815 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: საქართველოში ნატო-ს მხარდაჭერისა და ღირებულებების ირგვლივ გაერთიანება უკვე ურყევი ტრადიციაა
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ნატო-ს მხარდაჭერისა და ღირებულებების ირგვლივ გაერთიანება საქართველოში უკვე ურყევი ტრადიციაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც პრეზიდენტმა ნატო-ს დღეები 2017-ის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ქართველი ჯარისკაცები სტაბილურობისა და სიმშვიდისთვის მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში იბრძვიან. გიორგი მარგველაშვილმა ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადა. მან ასევე, მადლობა გადაუხადა ოჯახებს, რომლებიც თავიანთ შვილებს ამ ბრძოლაში აგზავნიან. ამასთან, გიორგი მარგველაშვილმა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება და დაცულობა არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის და საქართველოსთვის, არამედ გლობალურად. "რათა თანამშრომლობა რეგიონული აზიასა და ევროპის შორის იყოს უსაფრთხო და პერსპექტიული", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)