06:30 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-03 18:50:11, 1612 ნახვა

საზოგადოება
1-2 აპრილს თბილისის ლიგის მეორე ტური გაიმართა

1-2 აპრილს, თბილისის ლიგის მეორე ტურს „მარაკანასა“ და „ავაზას“ სტადიონებმა უმასპინძლა.

შეხვედრები, ტრადიციულად საინტერესო და დაძაბულ ორთაბრძოლებში წარიმართა და გულშემატკივართა დიდი ინტერესი გამოიწვია.

პირველი ლიგა „ტც მილანისა“ და „ბასას“ თამაშით გაიხსნა და “ტც მილანის” გამარჯვებით 1-0 დასრულდა. გამორჩეული შეხვედრა „პლატინუმის“ და „არისტოკრატების“ დაპირისპირება იყო, რომელიც არისტოკრატების უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა, საბოლოოდ, ფრედ 3-3 დასრულდა. ტურის გამორჩეული ფეხბურთელი „დანილენდის“ ნახევარმცველი თამაზ დანელია გახდა, რომელიც „ლოკომოტივთან“ შეხვედრაში ეფექტური თამაშითა და ორი საგოლე პასით გამოირჩა.

უმაღლესი ლიგა „დიდუბე“ - „კვარტალის“ დაპირისპირებით გაიხსნა, რომელშიც, დიდუბემ დაძაბულ ბრძოლაში 2-1 დაამარცხა მეტოქე. ტურის გამორჩეული და დრამატული შეხვედრა „ნახალოვკასა“ და „აფხაზეთს“ შორის გამართული შეხვედრა გახდა, რომელიც აფხაზეთის გამარჯვებით 1-2 დასრულდა.  უმაღლესი ლიგის მეორე ტურის საუკეთესო ფეხბურთელი „უქიმერიონის“ შემტევი თემო ვაჩანძე გახდა, რომელმაც ვაზისუბანს სამი გოლი გაუტანა.

უმაღლესი და პირველი ლიგის შედეგები, სატურნირო მდგომარეობა და ბომბარდირთა დავა შემდეგნაირად გამოიყურება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics