06:30 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-03 17:58:17, 1674 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში ერთ კვირიანი კურსი დაიწყო

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) „ინფორმაციული უსაფრთხოების სტრუქტურის, სტანდარტებისა და ეროვნული რეგულაციის კურსი” გაიხსნა.

ერთკვირიანი კურსი სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა როდიონ ქორჩილავამ და ესტონეთის თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა კულდარ კესკულამ გახსნეს. ღონისძიებას სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე ინფორმაციული ტექნოლოგიების ის ექსპერტები ესწრებიან, რომლებიც ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბეროპერაციების საკითხებში უშუალოდ არიან ჩართული. კურსის მიმდინარეობისას მონაწილეები ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტების საფუძვლებს, სტრუქტურასა და რეგულაციებს შეისწავლიან, ინფორმაციული უსაფრთხოების სტრუქტურის მარეგულირებელ დოკუმენტებსა და საუკეთესო გამოცდილებასაც გაეცნობიან.

ერთკვირიანი თეორიული კურსის შემდეგ პრაქტიკული კურსი იგეგმება, რისი დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცემათ. სასწავლო პროგრამას საქართველოში ესტონეთის კიბერშესაძლებლობების განვითარების კომპანია “BHC Laboratory” ესტონეთის მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics