|
2017-04-03 15:35:00, 1345 ნახვა
საზოგადოება
ნონა გაფრინდაშვილი თბილისის 35-ე საჯარო ბაგა-ბაღს ესტუმრა
თბილისის 35-ე საჯარო ბაღის აღსაზრდელებს უჩვეულო სიურპრიზი მოუწყეს - გლდანის რაიონში მდებარე ბაგა-ბაღს მსოფლოს ხუთგზის ჩემპიონი ჭადრაკში, ნონა გაფრინდაშვილი ესტუმრა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ინიციატივა, რომელიც ბაღებში ჭადრაკის შესახებ ღია გაკვეთილების ჩატარებისა და პატარებში სპორტის ამ სახეობისადმი ინტერესის გაზრდას ისახავს მიზნად, მსოფლიო ჩემპიონს მაია ლომინეიშვილს ეკუთვნის. მათივე ინფორმაციით, პირველი გაკვეთილი 35-ე ბაღის აღსაზრდელებს დღეს სწორედ ჩემპიონებმა ჩაუტარეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ბავშვებისთვის ჭადრაკი უცხო არ ყოფილა და რამდენიმე აქტიურმა პატარამ ჩემპიონთან ერთად ითამაშეს. ბაღის ადმინისტრაციამ კი თავის მხრივ ღონისძიების გაფორმებაზე იზრუნა და საპატიო სტუმრებს ჭადრაკის ფიგურების კოსტიუმებში გამოწყობილი პატარები და ლამაზი დეკორაციებით გაფორმებული ინტერიერი დაახვედრა. „ძალიან მნიშვნელოვანია სპორტულ-ინტელექტუალური თამაშების დანერგვა საბავშვო ბაღებში. თუ ბავშვს აქვს მიდრეკილება ჭადრაკის თამაშისკენ, მნიშვნელოვანია, რომ 5-6 წლიდან მას მიეცეს შესაბამისი ცოდნა და გადადგას პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით. ნამდვილად დასაფასებელია ეს ინიციატივა და თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მხარს დაუჭერს მის განხორციელებას,“ - განაცხადა თემურ თორდინავამ. ჭადრაკის შესახებ ღია გაკვეთილებს მაია ლომინეიშვილი გლდანის რაიონის ბაღებში ჩაატარებს. მსოფლიო ჩემპიონს იმედი აქვს, რომ დღევანდელ აუდიტორიაშიც იყვნენ მომავალი ჩემპიონები. (NS)
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)