|
2017-04-02 12:16:58, 1363 ნახვა
საზოგადოება
მედიის წარმომადგენლებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა
1 და 2 აპრილს, ბორჯომში, სასტუმროში "რიქსოს ბორჯომი" საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, მედიის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაში ტელე, ბეჭდური და ინტერნეტ-მედიის წარმომადგნლები მონაწილეობდნენ. ჟურნალისტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ. მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო მინისტრმა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შედეგად დაკავშირებულ შესაძლებლობებსა და მის პოლიტიკურ მნიშვნელობაზე ისაუბრა. ორდღიანი შეხვედრის განმავლობაში მედიის წარმომადგენლებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საგარეო და შინაგან საქმეთა სამინისტროების, იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პირობებში საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და მოვალეობების, ასევე, საქართველოს მთავრობის მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ფარგლებში განხორციელებული რეფორმების შესახებ. შეხვედრის ფარგლებში ისაუბრეს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საინფორმაციო კამპანიის ძირითად მიმართულებებსა და მისი განხორციელების პროგრესზე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების შესრულების სტატისტიკაზე, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის შესახებ ინფორმაციაზე, საერთაშორისო დაცვის სისტემის ზოგად საკითხებზე, თავშესაფრის საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებებს შორის თანამშრომლობაზე, პერსონალური მონაცემების დაცვასა და თანამედროვე გამოწვევებზე. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საინფორმაციო კამპანიის კოორდინაციას ახორციელებს. ამჟამად, კამპანიის მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი პრიორიტეტული სამიზნე ჯგუფებისათვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიწოდებაა. (NS)
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)