|
2017-04-01 13:33:10, 1555 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა რაოდენობის შემცირებას დადებითად აფასებს
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი საანგარიშო პერიოდში ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობის შემცირებას, რომელიც საშუალო ევროპულ მაჩვენებელთან შედარებით მაინც მაღალია, დადებითად აფასებს. ამის შესახებ ომბუდსმენის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2016 წელს არსებულ ვითარებას ასახავს. სახალხო დამცველმა აღნიშნული კვლევა მედიას დღეს გააცნო. ნანუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში არსებული სისხლის სამართლის პოლიტიკა არასაპატიმრო ღონისძიებების გამოყენების, მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციისაკენ, განსაკუთრებით მსუბუქი დანაშაულის შემთხვევაში, მაქსიმალურად იყოს მიმართული. „საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს იზოლატორებში მოთავსებულ პირთა სამედიცინო მომსახურების ინსტრუქციის დამტკიცებას, იზოლატორებში შემოსული საჩივრების განხილვის 5 დღიანი ვადის დაწესებას, კონფიდენციალური საჩივრით მიმართვის მიზნით იზოლატორში მოთავსებული პირის კონვერტით უზრუნველყოფის საკითხის ნორმატიულ დონეზე დარეგულირებას და ვიდეოჩანაწერის შენახვის მინიმალური ვადის განსაზღვრას. თუმცა, 2016 წელს კვლავ პრობლემა იყო პოლიციის სამმართველოებში შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეოკამერებით სათანადოდ დაფარვა“, - ნათქვამია ანგარიშში. როგორც ნანუაშვილმა აღნიშნა, წინა წლის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლება, საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარე, აგრძელებდა რეფორმების განხორციელებას მართლმსაჯულების სისტემასა და სამართალდამცავ სტრუქტურებში. ამასთან, ომბუდმენის თქმით, ამ მიმართულებით კვლავ რჩება არაერთი გამოწვევა, მათ შორის, უსაფრთხოების სისტემის სამოქალაქო მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმის არარსებობა. „მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში, პარლამენტმა მნიშვნელოვანი დაგვიანებით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომელშიც გათვალისწინებულ იქნა სახალხო დამცველის ერთ–ერთი მთავარი რეკომენდაცია სასამართლოში საქმის განაწილების ელექტრონული წესის შემოღებაზე. თუმცა, აღნიშნული წესი მხოლოდ 2018 წლიდან ამოქმედება. სახალხო დამცველი მიესალმება პატიმრობის კოდექსში განხორციელებულ ცვლილებას, რომლის თანახმად, 2016 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოს სახალხო დამცველს/სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღების უფლება მიეცა“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)