05:33 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-01 12:38:10, 1386 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ახალგაზრდული პროგრამების მონაწილეებისთვის იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა.

დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და ეროვნული არქივის ერთობლივ პროექტში -  „სასწავლო ვიზიტი საქართველოს ეროვნულ არქივში"  - თბილისის საჯარო სკოლების 14-დან 18 წლამდე ასაკის 50 მოსწავლე მონაწილეობს.

ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდები გაეცნენ ეროვნული არქივის საქმიანობასა და მის სტრუქტურას, დაათვალიერეს აკაკი შანიძისადმი მიძღვნილი გამოფენა, მიიღეს ინფორმაცია არქივში დაცულ საინტერესო და მრავალფეროვანი დოკუმენტების შესახებ.

სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა" და სსიპ „საქართველოს ეროვნული არქივის" თანამშრომლობის მიზანია იმ ახალგაზრდული პროგრამების მხარდაჭერა, რომლის ფარგლებშიც სამომავლოდ იგეგმება  ახალგაზრდებისთვის საინტერესო და საგანმანათლებლო-შემეცნებითი აქტივობები. სამომავლო ღონისძიებები შეირჩევა მონაწილეთა ინტერესების მიხედვით.

სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ახალგაზრდული პროგრამები, ამჟამად, 18 ქალაქში ხორციელდება, რომელთა მიზანია არასრულწლოვნებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მოხალისეობრივი კულტურის განვითარება, პიროვნული განვითარება და კულტურულ-შემოქმედებითი ინიციატივების წახალისება.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics