|
2017-04-01 10:12:19, 2607 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დებატები გაიმართება
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში ყოველწლიური გამოსვლის დასრულების შემდეგ, დებატები გაიმართება. როგორც ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საპარლამენტო უმრავლესობისთვის ნებისმიერი ფორმატი მისაღებია, მათ შორის დებატები. „ჩვენ გავითვალისწინეთ პრეზიდენტის პოზიცია და შესაბამისად, პრეზიდენტის გამოსვლის დროს დებატები იქნება გათვალისწინებული. რაც შეეხება დროს, უმრავლესობასა და უმცირესობაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლებისთვის გამოიყოფა 10-10 წუთი, სხვა ფრაქციებისთვის რეგლამენტით გათვალისწინებული 15 წუთი, შესაბამისად, შესაძლოა დებატები რამდენიმე საათის განმავლობაში გვქონდეს“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილმა თქმით, 7 აპრილს პარლამენტში მისი გამოსვლის შემდეგ, პოლიტიკური დებატების გამართვის მომხრეა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)