|
2017-03-31 14:38:40, 2192 ნახვა
ეკონომიკა
„სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებულების აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, სან-ფრანცისკოს თანამეგობრობის კლუბში შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლები და სახელმწიფო პროგრამა ,,სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებული გუნდები, სააგენტოს მხარდაჭერით, შეერთებულ შტატებში სილიკონ ველიში იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში დღეს შეხვედრა გაიმართა სან-ფრანცისკოს „გაერთიანებული კლუბისა“ და „Bay Area Council“-ის წარმომადგენლებთან, რომელსაც საქართველოს დელეგაციასთან ერთად საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე და დესპანი გიორგი ციკოლია ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ეკონომიკურ-პოლიტიკურ პროგრესსა და საქართველოს მიღწევებს გლობალურ რეიტინგებში. დავით ბაქრაძემ მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმისა და სახელმწიფოს პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა და აქცენტი გააკეთა სტარტაპების მხარდამჭერ რეფორმებსა და პროგრამებზე. ინოვაციების სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა, მარიამ ლაშხმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ აქტივობებსა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიღწევებზე ისაუბრა. მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. სილიკონ ველიში „სტარტაპ საქართველოს“ 8 გამარჯვებული გუნდი იმყოფება. სტარტაპები სამედიცინო, ფინანსური ტექნოლოგიების, ვირტუალური რეალობისა და ბაქტერიოფაგების სექტორებს წარმოადგენენ. გამარჯვებულ გუნდებს ტრენინგები სილიკონ ველის წამყვანმა სპეციალისტებმა და მენტორებმა ჩაუტარეს. მათ ასევე, უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ, წარადგინონ თავიანთი კომპანიები 50მდე ვენჩურული ინვესტორის წინაშე, რომლებიც დაინტერესდნენ მათი პროექტებით. ქართველი სტარტაპები ეცდებიან ამერიკელი ინვესტორებისგან ფონდების მოზიდვას. მოლაპარაკებები გაგრძელდება სამომავლო თანამშრომლობისათვის. საქართველო მზადყოფნას გამოთქვამს სილიკონ ველის ვენჩურული ინვესტორების საქართველოში შემოსვლის მხარდაჭერაზე. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)